დღეს - 03 აპრ
სტანდარტი
მძღოლის დამხმარე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@psp.ge
ტელეფონი: +995511534982
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა სამედიცინო სხვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
“პსპ ფარმა“ აცხადებს მძღოლის დამხმარის ვაკანსიას თბილისში
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: ლილოს დასახლება;
- ანაზღაურება: 1500 ხელზე ასაღები თანხა;
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 07:00-16:00, შაბათი 07:00-12:00;
- ოფისში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მძღოლის დახმარება პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად;
- მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვით სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი და ა.შ;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა - B კატეგორია;
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანობა;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
- დისციპლინირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995511534982
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ასევე, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, შეგიძლიათ, მიჰყევით ბმულს: http://vacancy.psp.ge/
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 3 აპრილი.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
