დღეს - 17 აპრ
სტარტი
საწარმოო ექიმი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: CV@BatumiOilterminal.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
სხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" აცხადებს კონკურსს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის განყოფილებაში საწარმოო ექიმის ვაკანტური თანამდებობის შესავსებად
ვაკანტური პოზიციის დასახელება: საწარმოო ექიმი შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის განყოფილებაში
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი სამედიცინო განათლება / მედიცინის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბაკალავრი.
ლიცენზიების, სერტიფიკატებისა და სხვა მოთხოვნები:
სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა, რომელიც ადასტურებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას ერთ-ერთ შემდეგ სპეციალობაში: „შინაგანი მედიცინა“, „ოჯახის მედიცინა“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა“ ან „პროფესიული პათოლოგია“
სამუშაო გამოცდილება სპეციალობით: არანაკლებ 2 წელი სამედიცინო სფეროში.
ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება: არ მოითხოვება
აუცილებელი ცოდნა და უნარები
აუცილებელი ცოდნა
- საქართველოს ჯანდაცვის სფეროს კანონმდებლობის მოთხოვნები;
- პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის წესები და მეთოდები, ტრიაჟის სისტემა;
- სამედიცინო ეთიკის პრინციპები;
- პირველადი დახმარების პუნქტების მედიკამენტური უზრუნველყოფის მოთხოვნები;საქართველოს კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნები ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მაღალი ტექნიკური საფრთხის ობიექტებზე.
აუცილებელი უნარები:
- პირველი გადაუდებელი დახმარების გაწევის;
- ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე გადაუდებელი რეაგირების;
- საინფორმაციო მასალების სისტემატიზაციისა და მომზადების;
- მოქმედ ნორმატიულ მოთხოვნებთან (კანონები, სტანდარტები,რეგლამენტები) მუშაობისა და მათი გამოყენების;
- ანალიტიკური მუშაობის;
- ამოცანების გადაჭრისადმი სისტემური მიდგომის;
- ინფორმაციასთან მუშაობის თანამედროვე საშუალებების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების ფლობა
- MS Office პროგრამებში მუშაობა (Word, Excel, PowerPoint) - კარგ დონეზე.
სამუშაო მოვალეობები:
- პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა თანამშრომლებისა და კომპანიის სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისთვის.კომპანიაში პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის მუშაობის ორგანიზება, მედდების საქმიანობის კოორდინაცია, პუნქტის მედიკამენტებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფის დაგეგმვა.
- სასადილოებსა და სამუშაო ადგილებზე სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის კონტროლის ორგანიზება.
- სტრუქტურულ ქვედანაყოფებში პირველადი დახმარების აფთიაქების არსებობისა და მათში სამედიცინო საშუალებების კონტროლი.
- გარკვეული კატეგორიის თანამშრომლების წინასმენური შემოწმებების ორგანიზება.
- ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისა და თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება კომპანიაში.
- კომპანიის ჯანდაცვის მიმართულებით სტატისტიკური ანგარიშების წარმოება და ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციებისა და ღონისძიებების შემუშავება.
შრომის პირობები:
- შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით.
- სამედიცინო დაზღვევა: სამედიცინო დაზღვევა სრულად ფინანსდება კომპანიის მიერ, ხოლო საოჯახო სადაზღვევო პაკეტი თანამშრომლის მიერ იხდება შეღავათიან პირობებზე.
- სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 09:00-დან 18:00-მდე, დასვენების დღეები – შაბათი და კვირა.
- სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა №4გ.
- ხელშეკრულების ფორმა: წერილობითი შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, საცდელი ვადით.
დასაქმებულის უფლებები:
- შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს დასაქმებული სარგებლობს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით.
- საზოგადოება ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში.
- დასაქმებულის ყველა უფლება განემარტება მას გასაუბრების პროცესში.
დოკუმენტების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარებით აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე CV@BatumiOilterminal.com ან kepuladzei@batumioilterminal.com და ველში "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
CV-ს ფორმა შეგიძლიად იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
