დღეს - 31 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
სხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
თბილისის ცენტრალური ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგიის მიმართულებაში პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ლაბორატორიის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტში.
ადგილმდებარეობა: ჩაჩავას 1;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქციები:
- ხარისხის გარე და შიდა კონტროლის დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტორინგი
- მიღებული ანგარიშების ანალიზი, შეუსაბამობების გამოვლენა და მაკორექტირებელი ღონისძიებების ინიცირება
- მოწყობილობების დაკალიბრებისა და ტექნიკური მომსახურების პროცესის კონტროლი
- შეუსაბამობებისა და რისკების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და მართვა
- მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასება და პროცესების გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა
- ხარისხის დოკუმენტაციის მართვა, გარემო პირობების მონიტორინგი და გაცემული შედეგების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება; ლაბორატორიული, ბიოქიმიური, სამედიცინო ან შესაბამისი მიმართულებით
- სასურველია იგივე ან ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი: https://hel-ai.com/apply/PS5XOND
გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
