დღეს - 19 ივნ
სტანდარტი
სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
თბილისი, ისანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი
    სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი,საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: მედიცინა
  • ენები: ინგლისური
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი

კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო საქმე);
  • საერთაშორისო და ეროვნული სამედიცინო გაიდლაინების/პროტოკოლების ცოდნა;
  • 2 წლიანი გამოცდილება სამედიცინო ხარისხის მართვის მიმართულებით;
  • სასურველია დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო დოკუმენტაციის (ამბულატორიული, სტაციონარული, დიაგნოსტიკური და სამედიცინო მომსახურების ხარჯების/ზარალიანობისა კალკულაციის) შინაარსობრივი, ფორმალური და კლინიკური შესაბამისობის შემოწმება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა
  • ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამის სამედიცინო პერსონალთან და პროცესის მონიტორინგი ხარვეზის აღმოფხვრამდე;
  • ახალი, თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების იმპლემენტაცია;
  • ტრეინინგების საჭიროებების გამოვლენა, ჩატარების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სამედიცინო კონფერენციების ორგანიზება სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე;
  • სამედიცინო პერსონალის შეფასების სისტემის შემუშავება და შეფასების უზრუნველყოფა;
  • შეუსაბამობების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია ხელმძღვანელ პირთან
  • ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციაში დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
  • შიდა სამედიცინო პროტოკოლების (SOP) შემუშავება ;
  • სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის უზრუნველყოფის მონიტორინგი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

სხვა უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • ორგანიზებული
  • დაკვირვებული;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღე - 10:00-18:00 საათამდე (განიხილება არასრული სამუშაო განაკვეთი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ.მანგაძის ქ. 3

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია და უნარები შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@guli.ge 2026 წლის 20 ივნისამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები