დღეს - 24 მაი
სტანდარტი
ანდროლოგი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
შპს „ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი“ აცხადებს ვაკანსიას ანდროლოგის (დამწყები / გამოცდილი) პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიცია: ანდროლოგი (დამწყები / გამოცდილი)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:00; შაბათი: 09:30-15:00

პოზიციის აღწერა:
ანდროლოგიური ლაბორატორიის პროცესებში მონაწილეობა — სპერმის დიაგნოსტიკური და დამუშავების პროცედურების განხორციელება, ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა, ხარისხის კონტროლის პროცესებში ჩართულობა, მონაცემთა აღრიცხვა და გუნდთან კოორდინაცია.

ძირითადი მოვალეობები:
  • ანდროლოგიური ანალიზებისა და პროცედურების შესრულება - სპერმის ანალიზი, სპერმის გაყინვა, სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის განსაზღვრა, სპერმის დამუშავება ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის და საშვილოსნოს შიდა ინსემინაციისთვის; მიკროქირურგიული ოპერაციის შემდგომ ბიოფტატში სპერმატოზოიდების მოძიება.
  • დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია თანამშრომლებთან და პარტნიორებთან.
  • ლაბორატორიული აპარატურის გამართული მუშაობის მონიტორინგი.
  • ინვენტარიზაცია: ლაბორატორიული სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიის ან მედიცინის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო (კლინიკა უზრუნველყოფს სწავლებას);
  • ინგლისური ენის ფლობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
  • კვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას.
  • სრულფასოვან ტრენინგს და პროფესიულ განვითარებას ანდროლოგიის სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი, 2026 წელი
Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები