დღეს - 20 მარ
სტანდარტი
ეფექტური მომსახურების და კომუნიკაციის ტრენერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@psp.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები ტრენინგ კურსები - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 1-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
სხვა ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამებიტრენინგ კურსები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა ჯანდაცვაფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
„პსპ ფარმა“ აცხადებს პსპ აკადემიის ეფექტური მომსახურების და კომუნიკაციის ტრენერის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პსპ აფთიაქის თანამშრომლების კონსულტანტების და ფარმაცევტების ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარების გასაუმჯობესებლად სასწავლო პროგრამების განსაზღვრა, დაგეგმვა, კოორდინირება და უზრუნველყოფა;
- პსპ აფთიაქის თანამშრომლებისთვის ეფექტური მომსახურების და კომუნკაციის სხვადასხვა ფორმატით ტრენინგ-მოდულების მომზადება, პროცესის ორგანიზება და ჩატარება:
- სატრენინგო ჯგუფების ფორმირებისთვის პსპ აფთიაქის პერსონალთან კომუნიკაცია. ტრენინგის მონაწილეთა დროული ინფორმირება სწავლებაში ჩართვასთან დაკავშირებით.
- სწავლების თემატიკით განსაზღვრული მასალების მუდმივი განახლება. სატრენინგო მასალის მოძიება, დამუშავება, მომზადება და ტრენინგის მონაწილეებისთვის მიწოდების უზურნველყოფა;
- სწავლების შემდგომ შედეგების ანალიზი და უკუკავშირი. ანგარიშის მომზადება სწავლების ჩატარების, მონაწილეთა დასწრების, შეფასების (ტესტირების შედეგები) და ჩანაწერების შესახებ;
- სერვისის განვითარების სამსახურთან მუდმივი თანამშრომლობა ახალი ინფორმაციის მოპოვებისა და ტრენინგის მასალების განახლების მიზნით.
- პსპ აფთიაქის პერსონალის ატესტაციის პროცესში მონაწილეობა;
- მომსახურების და კომუნიკაციის თემაზე ტესტური საკითხების მომზადება პსპ აფთიაქის პერსონალის ატესტაციისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი), სასურველია ფსიქოლოგიის მაგისტრი;
- ტრენერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- მომსახურების და გაყიდვების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა; განსაკუთრებით Power Point და Word - ის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- დარგობრივი ცოდნა/კომპეტენტურობა ;
- ორიენტაცია პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე ;
- საქმიანობის კოორდინირების უნარი;
- არგუმენტირებული მსჯელობის/საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ ჩამოყალიბების და პრეზენტაციის უნარები;
- ცვლილებების მაღალი მიმღებლობა;
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარი ;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ;
- სტრესულ სიტუაციის მართვის უნარი, გაწონასწორებულობა;
- აქტიურობა , ენერგიულობა, პოზიტიურობა, ეთიკურობა, კოლეგიალობა;
- ინიციატივის გამოჩენის უნარი ;
- შედეგზე ორიენტირებულობა ;
- გუნდური მუშაობა ;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 20 მარტი.
სამედიცინო
სხვა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები
ნახვები
უნიკალური ნახვები
