დღეს - 30 მარ
სტარტი
სამედიცინო ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vakansia@vbc.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვახარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს სამედიცინო ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსიას
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკური და ადმინისტრაციული პროცესების ხარისხის კონტროლი და მუდმივი გაუმჯობესება.
- სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორისა და სრულყოფილების მონიტორინგი.
- პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის განვითარება და რისკების მართვა.
- კლინიკური გაიდლაინებისა და სამკურნალო პროტოკოლების შესრულების კონტროლი.
- შიდა კლინიკური აუდიტების დაგეგმვა და ჩატარება.
- ხარისხის ინდიკატორების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
- საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან დაკავშირებულ სფეროში.
- კლინიკაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ხარისხის მართვის, კლინიკური აუდიტის ან სამედიცინო ადმინისტრირების მიმართულებით).
- სამედიცინო დოკუმენტაციის, კლინიკური გაიდლაინებისა და სამკურნალო პროტოკოლების ცოდნა.
- პაციენტის უსაფრთხოების პრინციპებისა და რისკების მართვის თანამედროვე მიდგომების ცოდნა.
- საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტების ზოგადი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზაციული და კომუნიკაციის მაღალი უნარები.
- გუნდთან ეფექტურად მუშაობისა და პროცესების გაუმჯობესების ინიცირების უნარი.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ–ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 30 მარტის ჩათვლით შემდეგ საფოსტო მისამართზე: : vakansia@vbc.ge
შენიშვნა:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია - რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება
შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“-ს მიერ (ს/კ:405018831) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის /პირების მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზისიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად.
თუ გსურთ, რომ შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“-მ შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე : vakansia@vbc.ge;
ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენ გაქვთ თქვენს დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. აგრეთვე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე : vakansia@vbc.ge;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები
