09 იან - 07 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი სამედიცინო ფარმაცია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი სამედიცინოფარმაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს “გეფა” -ს კომერციული შესყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას პარაფარმაციის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ?!
- დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
- იდეების განხორიციელების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს;
- კარიერულ ზრდასა და განვითარებას;
- ჯანრმთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პარაფარმაციის კატეგორიებში (სამედიცინო მოწყობილობები, ბავშვთა კვება, კოსმეტიკა, პირადი მოვლის საშუალებები) შესყიდვების სრული ციკლის მართვა და კონტროლი დიდი SKU პორტფელის ფარგლებში;
- უცხოურ და ადგილობრივ მომწოდებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება (ფასები, პირობები, ბონუსები) და ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;
- მოთხოვნის დაგეგმვა, შეკვეთების დაანგარიშება და მარაგების მართვა დეფიციტებისა და ჭარბი ნაშთების თავიდან ასაცილებლად;
- შესყიდული და გაყიდული პროდუქციის რეგულარული ანალიზი ERP სისტემებსა და Excel-ში, მარაგების, ბრუნვისა და შედეგების მუდმივი მონიტორინგი;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტაციის მართვა და შესაბამისობის კონტროლი (კონტრაქტები, სერტიფიკატები, ლოჯისტიკური დოკუმენტები);
- ანგარიშსწორების პროცესის მართვა და კონტროლი ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაციით, ვალდებულებებისა და გადახდების კონტროლი;
- გაყიდვების, ლოჯისტიკის, ფინანსების და სხვა გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- წლიური და პერიოდული შესყიდვების გეგმების მომზადება უშუალო მენეჯერთან ერთად და შესრულების კონტროლი;
რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?
- უმაღლესი განათლება;
- შესყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური მაღალ დონეზე, სასურველია რუსული ენის ფლობაც;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდთან მუშაობის უნარი;
- სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/r1pRHj7b
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
სამედიცინო
ფარმაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
