დღეს - 23 იან
სტარტი
ფარმაცევტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577373161

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ფარმაცია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო ფარმაცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია ავერსი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქ. თბილისში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთა მაღალხარისხიანი მომსახურება; ფარმაცევტული კონსულტირება;
  • მომხმარებელთათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება;
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლსა და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა.
  • პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე (ინსტრუქციების შესაბამისად)

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფარმაცევტული/სამედიცინო/ საბუნებისმეტყველო, ჯანდაცვის მიმართულებით ან საშუალო სპეციალიზირებული სამედიცინო განათლება
  • სასურველია აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენის ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; თავაზიანობა, სწრაფი რეაგირების უნარი;

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.01.2026 წელი.
ტელ: 0322 506 506 (შიდა ნომერი 1576); +995 577373161

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/Q2l1l041ZA
სამედიცინო
ფარმაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები