დღეს - 01 ოქტ
სტარტი
დერმატოლოგიური კატეგორიის ხელმძღვანელი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ფარმაცია გაყიდვები პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო ფარმაცია
    გაყიდვები პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას დერმატოლოგიური კატეგორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტიმგის ან მედიცინის მიმართულებით);
  • მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება კატეგორიის მართვაში, დერმატოლოგიური ბრენდების მართვის კუთხის ან/და კოსმეტიკის ან/და პარფიუმერიის გაყიდვებში, სამედიცინო პროდუქტების ან/და მედიკამენტების გაყიდვებში და მათ მარკეტინგში;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილო ცოდნა; MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მრავალბრენდიანი პორტფელის მართვის გამოცდილება;
  • დერმატოლოგიური ბაზრისა და თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
  • გაყიდვებისა და მომგებიანობის ზრდის, ბრენდის/კატეგორიის განვითარების წარმატებული გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონეზე);
  • ძლიერი ლიდერობის, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; პროექტების მართვის უნარი

ძირითადი მოვალეობები:
  • დერმატოლოგიური კატეგორიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა (გაყიდვების, მომგებიანობის, ბაზრის წილისზრდა, ბრენდების განვითარება);
  • არსებული (15+) ბრენდისა და პროდუქტის პრომოციის სრული ციკლის მართვა;
  • კატეგორიის მენეჯერების გუნდის ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და პროფესიული მხარდაჭერა;
  • ფინანსური ანალიზის მართვა (ბრუნვა, მარჟა, რენტაბელობა) და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება მომწოდებლებთან (ფასების პოლიტიკა, ინოვაციების ინტეგრაცია, წლიური მიზნების შეთანხმება);
  • ასორტიმენტის განვითარების პოლიტიკის ფორმირება — ახალი ბრენდებისა და პროდუქტების შერჩევა და არსებული პორტფელის მართვა;
  • ტრენინგებისა და გადამზადების მხარდაჭერა როგორც კატეგორიის გუნდისთვის, ასევე აფთიაქების თანამშრომლებისთვის;
  • ბიზნეს რისკების მართვა კატეგორიის დონეზე (მარაგების დაგროვება, ვადაგასული პროდუქცია, ფასთა ვარდნა, მომწოდებლების არასაიმედოობა);
  • სტანდარტებთან და ეთიკურ პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა კატეგორიის მართვის ყველა ასპექტში და ა.შ.

რას ვთავაზობთ:
  • დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოგარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას მაღალი საბონუსესისტემით;
  • ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოთა დამიანების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე.

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 02.10.2025 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/ZJweG9FKmB
სამედიცინო
ფარმაცია
გაყიდვები
პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები