აღწერა:
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, თბილისში.
მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და აფთიაქების პერსონალთან;
- ვიზიტის ფარგლებში მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა;
- საპრომოციო მედიკამენტების პოპულარიზაციის მიზნით განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
- შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური ანალიზი და რეპორტინგი;
- ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება კარდიოლოგიური მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა, მოტივირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- გუნდურობა;
- სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ სახელფასო განაკვეთს;
- შესრულებული სამუშაოს მიხედვით კვარტალურ და წლიურ ბონუსს;
- სამედიცინო დაზღვევას;
- საწვავის თვიურ ლიმიტს;
- მობილურ ტელეფონზე სასაუბრო ლიმიტს;
დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
pharm.company@yahoo.com საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.