სამედიცინო მარკეტინგის წარმომადგენელი
თარიღები:
15 ივლ - 13 აგვ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@aversi.ge
მდებარეობა:
ბათუმი
კატეგორიები:
მარკეტინგი, რეკლამა, PR  სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ზოგადი მარკეტინგი სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1100 +ბონუსი
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
"ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მარკეტინგის წარმომადგენლის პოზიციაზე, ტრავმატოლოგიის მიმართულებით, არამედიკამენტების დეპარტამენტში, აჭარის რეგიონში (ქ. ბათუმი).

ძირითადი მოვალეობები:
  • სამიზნე აუდიტორიასთან (განსაკუთრებით ტრავმატოლოგებთან) ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კომპანიის არამედიკამენტური ტრავმატოლოგიური პროდუქტების გაცნობა და პრეზენტაცია ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის;
  • შესაბამისი თემატური ბაზის შექმნა და განახლება;
  • ექიმებთან და ფარმაცევტებთან შეთანხმებული სიხშირით შეხვედრების ჩატარება, მათ შორის "ავერსის" სააფთიაქო ქსელში;
  • მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (კონფერენციები, სემინარები, პრომო კამპანიები);
  • სარეკლამო მასალების გავრცელება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და რეგულარული განახლება;
  • პროდუქტის მიწოდება/შეთავაზება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად;
  • გაყიდვების სტატისტიკის წარმოება და ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის;
  • პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სამედიცინო ან მონათესავე სფეროში);
  • სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა(ჩაითვლება უპირატესობად სამომავლო განვითარებისა და კარიერული ზრდის მიზნით);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა(სამომხმარებლო დონეზე);
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; შემოქმედებითი აზროვნება; ინიციატივიანობა, სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი; პოზიტიურობა;
  • შედეგზე ორიენტაცია;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: +995 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
  • ელექტრონული რეზიუმეს განხილვა
  • დისტანციური გასაუბრება
  • ტესტირება
  • პირობების შეჯერება/შეხვედრა

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.08.2025 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მსგავსი განცხადებები
სამედიცინო მარკეტინგის წარმომადგენელი

ავერსი ფარმა


15 ივლ - 13 აგვ

სამედიცინო წარმომადგენელი საკვები დანამატების პრემიუმ ბრენდების მიმართულებით

პსპ ფარმა


14 ივლ - 25 ივლ

სამედიცინო და ტრენინგების მენეჯერი

Bioderma Georgia


10 ივლ - 08 აგვ

სამედიცინო წარმომადგენელი

ოლაინფარმის წარმომადგენლობა საქართველოში


19 ივნ - 18 ივლ

სამედიცინო წარმომადგენელი

ფარმედი


24 ივნ - 23 ივლ