თარიღები:
17 აპრ - 16 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@benefits.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დეპარტამენტში პირადი მენეჯერის პოზიციაზე. 
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 
 
ფუნქციები 
  • დაზღვეულთა კმაყოფილების და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, კომპანიაში დანერგილი სტანდარტების გათვალისწინებით; 
  • დაზღვეულსა და კომპანიას შორის მაკავშირებელი ფუნქციის შესრულება; 
  • დაზღვეულთა სატელეფონო და ონლაინ კონსულტაცია; 
  • მოთხოვნისამებრ, მომსახურების მიღებასთან, დაფარვებთან, პროვაიდერულ ქსელთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდება; 
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინაცია და მართვა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება; 
  • სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
 
უნარ-ჩვევები 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • მოლაპარაკების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;  
 
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ: 
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; 
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; 
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; 
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას. 
 
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. 
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ. 
 
 
გისურვებთ წარმატებას! 

მსგავსი განცხადებები
სერვისის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი

კავკასიის მედიცინის ცენტრი


26 აპრ - 10 მაი

მთავარი ექიმი

ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია


16 აპრ - 15 მაი

მიკრობიოლოგი

ციტო 2


30 აპრ - 29 მაი

მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

მეგალაბი


18 აპრ - 10 მაი

პერსონალური ექიმი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


25 აპრ - 15 მაი