სერვისის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი
თარიღები:
26 აპრ - 10 მაი
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
კავკასიის მედიცინის ცენტრი  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:  სერვისის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი
კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით 
  • აუცილებელია სერვისების განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე
  • აუცილებელია მომხმარებელთა სერვისის პრინციპებისა და სტრატეგიების ცოდნა
  • აუცილებელია მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ლოიალურობის მართვის სისტემების შემუშავების ან/და მართვის გამოცდილება
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტების/პაციენტთა ოჯახის წევრების გამოცდილების გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავება, დანერგვა და მართვა;
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა და სტრუქტურული ერთეულისთვის დადგენილი შეფასების ინდიკატორების შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესრულება;
  • პაციენტთა/პაციენტთა ოჯახის წევრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი და მართვა;
  • პაციენტებთან/პაციენტთა ოჯახის წევრებთან ეფექტური საკომუნიკაციო არხების შემუშავება და დანერგვა;
  • პაციენტების/პაციენტების ოჯახის წევრების მხრიდან მიღებული უკუკავშირის ანალიზი, გაუმჯობესების არეალის იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის შედგენა/დანერგვა;
  • მჭიდრო თანამშრომლობა ჰოსპიტლის სხვადასხვა მიმართულებებთან (მარკეტინგი, საოპერაციო და ა.შ.), პაციენტთა მომსახურების საუკეთესო გამოცდილების მიღების მიზნით;
  • ჰოსპიტალში მოქმედ მნიშვნელოვან პროექტებში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა;
  • პაციენტთა/პაციენტთა ოჯახის წევრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი პოლიტიკების შემუშავება და მართვა;
  • მუდმივად სერვისის მიმართულებით არსებული პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვის კოორდინაცია;
  • ერთეულში ყველა საჭირო ინფორმაციის, სიახლის გადაცემა, თანამშრომელთა დროული ინფორმირება;
  • პროცესების შუალედური შედეგების განხილვა, სტატუს რეპორტების მომზადება;
  • ჰოსპიტლის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულების მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლები სწავლების და განვითარების ხელშეწყობა;
  • სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების  ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 მაისი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career?careerId=1103 
 მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი

სამედიცინო კომპანია


02 მაი - 31 მაი

ამბულატორიული განყოფილების რეგისტრატორი

სამედიცინო კომპანია


02 მაი - 31 მაი

მთავარი ექიმი

ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია


16 აპრ - 15 მაი

მიკრობიოლოგი

ციტო 2


30 აპრ - 29 მაი

მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

მეგალაბი


18 აპრ - 10 მაი