ლაბორანტი
თარიღები:
10 აპრ - 09 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@raymann.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ვაკანსიის დასახელება: პრეანალიტიკის სპეციალისტი 
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კლინიკის ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემის (LIS) და ჰოსპიტალური საინფორმაციო სისტემის (HIS) ინტეგრაციის ფარგლებში შეკვეთების შაბლონების ფორმირება, როგორც ადგილობრივ, ისე გარე (კონტრაქტორ)  ლაბორატორიაში მასალის გაგზავნის შემთხვევაში. 
  • ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემა LIS – ში მიმდინარე ავტომატურ პროცესების ზედამხედველობა და მართვა; 
  • სინჯარებზე დასაკრავი შტრიხკოდის ფორმირება; 
  • საჭირო სინჯარების ტიპის და რაოდენობის ავტომატური განსაზღვრა; 
  • მანიპულაციის თარიღების და დროების დაფიქსირება; 
  • ბიომასალის ლაბორატორიაში მიღების თარიღის და დროის დაფიქსირება 
  • გამოკვლევის გაუქმების მიზეზების დაფიქსირება; 
  • ბიომასალის ავტომატური დახარისხება ლაბორატორიის მოდულების მიხედვით 
  • ბიომასალის დახარისხება გარე მომსახურე ლაბორატორიებში გასაგზავნად 
  • პროვაიდერ კლინიკებში გაგზავნილი მასალების რეესტრის წარმოება;(საჭიროა მეილების იდენტიფიკაციისათვის და გაგზავნილი/არ გაგზავნილის  
  • საჭიროებისამებრ პაციენტებისთვის კვლევის შედეგების გაგზავნა;  
  • პროვაიდერ კლინიკებთან უკუკავშირი  გაგზავნილი მასალების პასუხების ვადებთან დაკავშირებით.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • პრეანალიტიკის სპეციალისტის  პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; 
  • შეგროვების ტექნიკის ცოდნა: სხვადასხვა ტიპის ნიმუშების, როგორიცაა- სისხლი, შარდი, ქსოვილი ან სხვა ბიოლოგიური მასალა.  

ცოდნა, უნარები:  
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
  • ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა. 
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;  
  • დროის მენეჯმენტი; 
  • კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;  
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი. 
 
სამუშაო პირობები:  
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში  40 სამუშაო საათი. 
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: 7 სანდრო ეულის ქუჩა, 0186, თბილისი 
 
შერჩევის ეტაპები: 
  • მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; 
  • ინდივიდუალური გასაუბრება. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; 
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.   

კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge  
 
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ  CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@raymann.ge  
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
 
გაცნობებთ, რომ კლინიკა „რეიმანი“  ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. 
 
გისურვებთ წარმატებებს!  
მსგავსი განცხადებები
ექთანი ფლებოტომისტი

სამედიცინო დაწესებულება


12 აპრ - 11 მაი

ექთანი ლაბორანტი

თბილისის ცენტრალური ლაბორატორია


11 აპრ - 10 მაი

ექთანი ფლებოტომისტი

თბილისის ცენტრალური ლაბორატორია


24 აპრ - 23 მაი

ექიმი-ლაბორანტი

მეგალაბი


18 აპრ - 15 მაი

ლაბორანტი

გ.ნათაძის სახელობის ინსტიტუტი


08 აპრ - 07 მაი