თარიღები:
08 აპრ - 07 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: r.kobakhidze@hygiene.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
შპს ‘’გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი’’ აცხადებს ვაკანსიას ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიურ განყოფილებაში ლაბორანტის პოზიციაზე დანიშვნის მიზნით, კერძოდ:

ძირითადი  მოვალეობები: 
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვაში.
  • გაითვალისწინოს არსებული კონტროლის გეგმები და ინსტრუქციები.
  • დაექვემდებაროს ლაბორატორიისა და განყოფილების ხელმძღვანელებს.
  • შეამოწმოს რეგისტრატურიდან შემოსული ნიმუშების აღებისა და წარმოდგენის სისწორე.
  • მოამზადოს ნიმუშები ჩასათესად.
  • მოამზადოს საკვები ნიადაგები.
  • მოამზადოს სადეზინფექციო ხსნარები.
  • გაასტერილოს ჭურჭელი და საკვები ნიადაგები.
  • აწარმოოს მასალის გაუვნებლება.
  • თვალყური ადევნოს თერმოსტატისა და სასტერილიზაციო აპარატურის ტემპერატურულ რეჟიმებს.
  • შესაბამის ფორმებში აწარმოოს გარემო პირობების ჩანაწერები და ყოველი თვის დასრულების შემდეგ გადასცეს ისინი განყოფილების ხელმძღვანელს.
  • აიღოს ნიმუშები დადგენილი წესების შესაბამისად.
  • სისტემატიურად აიმაღლოს კვლიფიკაცია თავისის კომპეტენციის ფარგლებში.
  • შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს განყოფილების უფროსი.
  • ჩაატაროს განყოფილების აღჭურვილობისა და სამუშაო ზედაპირების დეზინფექცია და აწარმოოს შესაბამისი ჩანაწერები.
  • დაიცვას შიდა კონტროლის პროცედურები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში
  • მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიული ჭურჭლის, საფილტრი აპარატის,
  • ფილტრების, ნიადაგების და გამოხდილი წყლის სტერილობაზე კონტროლისა და
  • შესაბამისი ჩანაწერების წარმოებაში.
  • მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს  ლაბორატორიათაშორის და პროფესიულ ტესტირებებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - ბაკალავრი ან მაგისტრი (სასურველია მიკრობიოლოგია ან ბიოლოგია);  
  • ლაბორანტის პოზიციაზე სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში); 
  • ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა - ინგლისური და რუსული 
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების  ცოდნა.

სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე r.kobakhidze@hygiene.ge  სავალდებულოა.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის დასახელება - „მიკრობიოლოგიური განყოფილების ლაბორანტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე. 
გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი ვადით (ერთიდან - არაუმეტეს 6 თვე) სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება  ურთიერთ  შეთანხმებით. 
გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი. გამორჩეული პასუხისმგებლობით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების, კომპანიისათვის სასარგებლო პრაქტიკული წინადადებებისა და ინიციატივების განხორციელებისათვის  თანამშრომელი  მატერიალურად წახალისდება სხვადასხვა ფორმით.
მსგავსი განცხადებები
ექთანი ფლებოტომისტი

სამედიცინო დაწესებულება


12 აპრ - 11 მაი

ექთანი ლაბორანტი

თბილისის ცენტრალური ლაბორატორია


11 აპრ - 10 მაი

ექთანი ფლებოტომისტი

თბილისის ცენტრალური ლაბორატორია


24 აპრ - 23 მაი

ექიმი-ლაბორანტი

მეგალაბი


18 აპრ - 15 მაი

ლაბორანტი

რეიმანი


10 აპრ - 09 მაი