სამედიცინო წარმომადგენელი იმერეთი
თარიღები:
17 ოქტ - 02 ნოემ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@smartpharm.ge
მდებარეობა:
ქუთაისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული
განათლება:
პროფესიული კოლეჯი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

“Smartpharm” ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. „SmartPharm” იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.   დღეის მდგომარეობით „SmartPharm”  მთელი საქართველოს მასშტაბით  800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

 

 

კომპანია “Smartpharm” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე იმერეთში.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
  • კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზრული აქტივობების განხორციელბა;
  • კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft  საოფისე პროგრამების  ფლობა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე ცოდნა;

 

უნარები/პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მიზანზე ორიენტირებულობა;
  • მოქნილობა;
  • პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;

 

„Smartpharm” გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ  ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

კომპანია სამედიცინო წარმომადგენლებს სთავაზობს:

  • ეფექტურ საბონუსე სისტემას (ყოველთვიური პრემიის სახით);
  • ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;

 

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

  • CV (რეზიუმე) გადარჩევა;
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  „სამედიცინო წარმომადგენელი - იმერეთი“.

CV (რეზუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 02/11/2020

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.

„Smartpharm” მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
გაყიდვების მენეჯერი

მაიამედი


30 სექ - 29 ოქტ

სამედიცინო სერვისების გაყიდვების სპეციალისტი

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი


28 სექ - 27 ოქტ

სამედიცინო წარმომადგენელი

ევროპული ფარმაცევტული კომპანია ომმური


08 ოქტ - 05 ნოემ

სამედიცინო წარმომადგენელი

ფარმაცევტული კომპანია NOBEL


08 ოქტ - 06 ნოემ

სამედიცინო წარმომადგენელი

Inpha / ავიტა


09 ოქტ - 07 ნოემ

სამედიცინო წარმომადგენელი რეგიონებში

იბერი+


06 ოქტ - 04 ნოემ

სამედიცინო წარმომადგენლების სუპერვაიზერი

იბერი+


06 ოქტ - 04 ნოემ