"Geo Green" არის უძრავი ქონების კომპანია
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეუერთდეთ გაყიდვების გამოცდილ გუნდს, პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოთ საქმე ადგილზე, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ცოდნა,გამოცდილება, განავითაროთ საჭირო უნარ-ჩვევები და გახდეთ წარმატებული გაყიდვების სფეროში.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მეგობრულ გარემოს/თიმბილდინგს და საქმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას;
- კომპანიის ექსკლუზიურ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც სამუშაო პროცესი ბევრად უფრო მოქნილი და მარტივი ხდება;
- სხვადასხვა შემეცნებით ტრენინგებს;
- სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფას;
- კორპორატიულ ნომერს და მასზე გააქტიურებულ ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
- წამახალისებელ შეჯიბრებებს;
- კარიერულ წინსვლას.
პირობები
- კვირაში 5 სამუშაო დღე (თავად ადგენთ გრაფიკს);
- 1 საათიანი შესვენება;
- 2 დღე დასვენება (სურვილისამებრ);
- ლოკაცია: თბილისი, ოთარ ლორთქიფანიძის 38, (სითი მოლთან).
რას ვითხოვთ ჩვენ?
პრიორიტეტები
- •სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
- •ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- •საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე ჩაითვლება პრიორიტეტად.
ძირითადი მოვალეობები:
- პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება;
- კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
- შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება;
- ხელშეკრულების გაფორმება;
- სამუშაო ბაზის მართვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/share/1F2E3QKy7k/?mibextid=LQQJ4d