CAVAVIN GEORGIA

"კავავინი" არის ფრანგული ღვინის მაღაზია/ბარი, 40 წლიანი ისტორიითა და ევროპის მასშტაბით 200მდე ფილიალით.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2023 წლიდან ფრანგულმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი და დაიწყო ოპერირება საქართველოშიც.
ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებელს შეუძლია გახდეს გლობალური კულტურის თანამონაწილე და დააგემოვნოს რჩეული ღვინო თუ ალკოჰოლი მთელი მსოფლიოდან.
ობიექტზე იფუნქციონირებს ბარი კოქტეილებისა და მძიმე ალკოჰოლის მოყვარულთათვის, ასევე სტუმრების გამასპინძლება მოხდება პრემიუმ ხემსითაც.