VORTEX Water Engineering

ინდუსტრია: სხვა
თანამშრომელთა რაოდენობა: 0 - 10
ვებ–საიტი: www.vortex.ge
ელ. ფოსტა: info@vortex.ge

ჩვენი გუნდი შედგება სპეციალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ვმუშაობდით ერთად, სხვადასხვა უცხოურ და ქართულ კომპანიებში, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

2018 წელს გადავწყვიტეთ გამოვსულიყავით სტანდარტული თანამედროვე ქართული სამუშაო ნორმების გარემოდან, და შეგვექმნა სამუშაო ვითარება, რომელიც დამყარებული იქნებოდა უმაღლეს სამუშაო ეთიკაზე, განვითარებული ქვეყნების წარმატებული კომპანიების სამუშაო სტანდარტებზე, ორიენტირებული იქნებოდა ხარისხზე, პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა მომხმარებელთა და პარტნიორთა ინტერესებს, და ამასთან ერთად წვლილს შეიტანდა საქართველოს ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებაში – ჩვენ დავაარსეთ წყლის სისტემების საინჟინრო კომპანია “VORTEX Water Engineering”.

სწრაფი და გონივრული მოქმედება პროექტის მსვლელობისას, შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი და შეთანხმებულ ბიუჯეტის ფარგლებში პროექტის მოთავსება – ეს არის ჩვენი ძირითადი მიზნები. ჩვენ ვმოქმედებთ ცოდნით, ხარისხიანად და დროულად.