აიგრუპი - ქართული ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც აერთიანებს ოთხ მიმართულებას:
განვითარება
აიგრუპის და მის ქვეშ გაერთიანებული კომპანიების მთავარი ამოცანაა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნა, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარება და ჩვენი ქვეყნის მოწინავე, ევროპული ქვეყნების გვერდით ხილვა.
ვინ ვართ ჩვენ? - აიგრუპი ერთადერთი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც კომპლექსურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს და ავითარებს ბიზნესს ოთხი მიმართულებით. თითოეული პროექტი კი ჯანსაღი ბიზნესის წარმოების იდეაზეა მიმართული.
საიდან მოდის ეს იდეა? - დაბინძურებული გარემო, გაჩეხილი ტყეები, ავტომობილების რაოდენობა ქალაქებში, გამონაბოლქვი, პარკირების ადგილების ნაკლებობა, საცობები, მძიმე ინფრასტრუქტურული პროექტები დედაქალაქის შუაგულში.
ვისთან გვაქვს საქმე? - ადამიანების გუნდთან, რომელსაც სურს ქვეყანა გადაიყვანოს განვითარებული, მომავალზე მზრუნველი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნების პლატფორმაზე; დანერგოს და განავითაროს მსოფლიო ტრენდები დღეს და ახლა; ააშენოს ხიდი აწმყოსა და უსაფრთხო მომავალს შორის.
შემოგვიერთდით და გამოგვყევით მომავლის პროექტების განვითარების საინტერესო გზაზე.
დავიცვათ გარემო და დავუტოვოთ მწვანე ქვეყანა ჩვენს მომავალ თაობას!
აიგრუპი - ჯანსაღი ენერგეტიკა