წარმოგიდგენთ ახალ პროექტს, Steps Batumi Hotel & Suites, რომელიც 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყებს სტუმრების მიღებას.
Steps Batumi Hotel & Suites ახალი აპარტ-სასტუმრო პროექტია, რომელიც პრემიუმ ჯგუფის მიერ განხორციელდა და 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყებს სტუმრების მიღებას მრავალფეროვან ქალაქ ბათუმში.კომპლექსი გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ დამსვენებელს, მისცეს სრულფასოვანი განთავსების თუ სხვა მაღალი კლასის მომსახურებების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდის Preferred Hotels & Resorts-ით სასტუმროს, 27 მაღალი კლასის სასტუმროს ოთახით და 550 აპარტამენტით, რომლებიც მაღალი კლასის სტანდარტით არის დაპროექტებული და გამოირჩევა როგორც საცხოვრეელი ისე საინვესტიციო მიზნებისათვის.
Steps Batumi-ის პროექტისათვის 70 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დაუვიწყარი დასვენების უზრუნველსაყოფად, მრავალფუნქციურ შენობაში თავს იყრის მთელი რიგი მომსახურებები, მათ შორის თანამედროვე ბიზნეს ცენტრი, მაღალი კლასის სპა ცენტრი, ღია აუზი, რომელიც ულამაზეს ბოტანიკურ ბაღშია განთავსებული, რესტორნებისა და ბარების არჩევანი.
Steps Batumi ასევე გამოირჩევა გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, რომლებიც სტუმრებისთვის შეუდარებელი გამოცდილების შესაქმნელად, იზრუნებენ განსაკუთრებული სერვისების მიწოდებაზე.
ჩვენთან საინტერესო შესაძლებლობები გელით!
თუ იზიარებთ ჩვენს ენთუზიაზმს, შევქმნათ არაჩვეულებრივი გარემო სტუმრებისათვის, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ჩვენ ერთად შეგვიძლია გადავაჭარბოთ მოლოდინს და შევქმნათ მუდმივი მოგონებები ჩვენი ძვირფასი სტუმრებისთვის.