ფრიდრიხ ებერტის ფონდი

ფრიდრიც-ებერტის ფონდი წარმოადგენს არაკომერციულ გერმანულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც სოციალური დემოკრატიის ღირებულებებს ეყრდნობა. ფონდი, რომლის სათაო ოფისები ბერლინსა და ბონში მდებარეობს, დაარსდა 1925 წელს და ატარებს ფრიდრიხ ებერტის, გერმანიის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის სახელს.

დღეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფილიალები განთავსებულია 90-ზე მეტ ქვეყანაში და 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა საქმიანობას.

სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ბიურო, რომელიც თბილისში მდებარეობს, კოორდინაციას უწევს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ფონდის საქმიანობას. სამივე ქვეყანაში ფონდის მიზანია დემოკრატიის, მშვიდობის და სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა პოლიტიკური დიალოგის, განათლების და კვლევის გზით.

ჩვენი პარტნიორებია არასამთავრობო ორგანიზაციები, მეცნიერები და ექსპერტები, ჟურნალისტები, პარლამენტები და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები.