დანქე

ელ. ფოსტა:

დანქე ეს არის კომპანია რომელიც პირველად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე 1998 წელს და გახლდათ გერმანული ბრენდის ” Social Verkauf House” –ის ანალოგი. კომპანიის ძირითადი საქმიანობა იმ დროში გახლდათ იმპორტი  გერმანიიდან. მალევე დაემატა ბელგია და ჰოლანდია. მიუხედავად კარგი სტარტისა, სამეწარმეო თვალსაზრისით, იკვეთებოდა სირთულეებიც, რომლის დაძლევა შესაძლებელი გახდა, მხილოდ გუნდური ძალისხმევით და ევროპული პარტნიორების დიდი გამოცდილების წყალობით. ერთერთი სირთულეთაგანი გახლდათ გაუცხოვება ხალხის მხრიდან, ვინაიდან ქართველი მომხმარებლებისთვის, გაუგებარი, რთული გამოსათქმელი და დასამახსოვრებელი იყო გერმანული კომპანიის სახელი, რის გამოც ვერ ხდებოდა ბრენდად დამკვიდრება ბაზარზე. დაგვიანებით როგორც იქნა მოხერხდა ბატონი ალექსანდერ რაინის ”მარკეტინგის განყოპილების ჰედის” დარწმუნება რებრენდინგის აუცილებლობაში. Gგერმანული მკაცრი ხასიათი სიზუსტეების მიმართ ყურადღება და ცვლილებებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ერთობ რთული დასაძლევი გახლდათ. საბოლოოდ კომპანიამ მიიღო დღევანდელი სახელი დანქე რომელიც ადვილად გამოითქმის და არასოდეს დაგავიწყდებათ,კორპორატიული ფერი და მთელი რიგი ატრიბუტიკა იგივე დარჩა რათა არ დაკარგულიყო პირვანდელი სახე. დღეს დანქე მყარად დამკვიდრდა ბაზარზე თავისი მუდმივი და ერთგული მომხმარებლების წყალობით რომლების უმრავლესობაც გახლავთ დილერები, დანქეს კაპიტალი დღეის  მდგომარეობით 3180 000 Aა.შ.შ. დოლარით განისაზღვრება, როდესაც ყველაფერი დაიწყო ერთადერთი ფილიალით დიდი დიღმის ტერიტორიაზე 180 კვ.მ ნაქირავებ საწყობში. დანქეს წარმატება გუნდურობაშია  რის გამოც ის დღემდე რჩება მომხმარებლების ერთგული მომწოდებელი.