ბიურო

ელ. ფოსტა: auditbmbureau@gmail.com

კომპანიის პარტნიორები და ექსპერტები არიან კარგად ცნობილი პროფესიონალები. მათ გააჩნიათ მყარი რეპუტაცია და საქმიანი კონტაქტები როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის (აზერბაიჯანი და სომხეთი) საბანკო, საფინანსო, ბიზნეს და იურიდიულ წრეებში. მათ უშუალო მონაწილეობა აქვთ მიღებული საქართველოში კომერციული ბანკების, საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო დაწესებულებების, აუდიტორული კომპანიების, სადაზღვევო კომპანიების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მომზადებაში, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის და ინსტრუქციების შემუშავებაში.


       მათი დივერსიფიცირებული სპეციალიზაცია, სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ადგილობრივი რეალობის უნიკალური ცოდნასთან შერწყმული დასავლური გამოცდილება არის BMB-ის კლიენტთა პროფესიონალური და კომპლექსური მომსახურეობის პირობა. 


       დინამიურად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში მუდმივად ცვალებადი ბიზნეს გარემო მრავალ გამოწვევას და სირთულეებს უქმნის ამ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს და ინვესტორებს. ასეთ ვითარებაში ჩვენი კლინტები ენდობიან და ემყარებიან BMB-ის პროფესიონალების რჩევებს და დახმარებას.