არასამთავრებო ორგანიზაცია ასოციაცია მინერვა

ელ. ფოსტა: info@ngominerva.org

„მინერვა“ არის საქართველოში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია.

ჩვენი მისიაა:

·                    დასავლური ენების, კულტურისა და ხელოვნების პროპაგანდა;

·                    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობა და ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა.

·                    თანამედროვე საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადაპტაცია, ინდივიდუალური განვითარება და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. მათთვის ხელმისაწვდომი გარემო პირობების სტანდარტების გათვალისწინება და კონტროლი დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესში.

·                     ეკოტურიზმის სფერო ხელმისაწვდომი გახდეს ყველასათვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მათთვის მორგებულ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებითა და დანერგვით.

·                    ტურისტული გიდების მომზადება-გადამზადება საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებისთვის.

·                    კომპიუტერული მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე ან დაინტერესებული პირების ცოდნის დონის ამაღლება და მათი პროფესიული წინსვლა.

დასახული მიზნების განსახორციელებლად „მინერვა“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ორგანიზაციის მთავარი გამოწვევაა  - ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.  დასახული მიზნების მისაღწევად „მინერვა“ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობა;

საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და სემინარებში  მონაწილეობა;

შესაბამის  სფეროში კვლევითი სამუშაოების განხორციელება; 

სამუშაო სხდომების, ლექციებისა და ტრეინინგების  ჩატარება;

სხვადასხვა თემაზე სტატიების, პუბლიკაციებისა და წიგნების გამოცემა;

სწავლების ინოვაციური მეთოდოლოგიის (დისტანციური სწავლა) დანერგვა.