JUTE BOOM

ელ. ფოსტა:

JUTE BOOM პიარი, გაყიდვები და მარკეტინგი
 

კომპანიის შესახებ:

ის რაც აქამდე შეუძლებელი იყო და ბევრისთვის წარმოუდგენელიც!
დღევანდელი ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე გაჩნდა მოთხოვნა ისეთი პროდუქტის შექმნის, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობის ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს გადაიხადო მინიმალური და მიიღო მაქსიმუმი. რაც მთავარია, ხარისხიანად და კვალიფიციურად.

შესაძლებლობა მოიზიდო მომხმარებელი და გახდე აღიარებული, გაყიდო მეტი ან მოემსახურო მეტი რაოდენობის მომხმარებელს ნამდვილად საინტერესო შემოთავაზებაა. ხოლო მომხმარებელს შესთავაზო გადაიხადოს მინიმალური და მიიღოს მაქსიმუმი, გაილამაზოს ცხოვრება და შემატოს მას მრავალფეროვნება აგრეთვე ყურადსაღები ფაქტია. ამ ყველაფერში კომპანია „ჯუთი ბუმი“ დაგეხმარებათ.

რას გთავაზობთ? გაიოლებულ და გაიაფებულ შენაძენს მთელი წლის განმავლობაში, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი მომსახურების და პროდუქტის შეძენას ფასდაკლებით.
კომპანია „ჯუთი ბუმი“ დაარსდა 2013 წელს. მას წარმოადგენს კვალიფიციური და ძლიერი პიარ მარკეტინგული გუნდი. მისი საქმიანობა და მიზნები გათვლილია საქართველოს ბაზარზე და მოსახლეობაზე. კომპანია აკავშირებს მოსახლეობას ბაზართან და ქმნის მომხმარებლისთვის გაიოლებულ და გაიაფებულ ატმოსფეროს.

სანდოობა, ხარისხი, ოპერატიულობა და მაღალკვალიფიციურობა. აი, როგორ მუშაობს ჩვენი კომპანია.

კომპანია „ჯუთი ბუმი“ ემსახურება მომხმარებელს, მისი დაინტერესებაა მომხმარებლის რაოდენობრივი ზრდა, კომპანიის პოპულარიზაცია და მოსახლეობაში ცნობადობის გაზრდა. ამისთვის კომპანიამ შექმნა ფასდაკლების ბარათი “JUTE CARD”–ი, რაც კომპანიის უმთავრეს პროდუქტს წარმოადგენს . ბარათის შეძენის შემთხვევაში თქვენ ხდებით ჩვენი კომპანიის მომხმარებელი, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენ უკვე გაიიაფეთ და გაიიოლეთ მთელი წლის შენაძენი.

კომპანია „ჯუთი ბუმ“–ს აქვს საკუთარი მომსახურების სამსახური და გამოძახების სერვისი. რას ნიშნავს ეს?
• სარემონტო სამუშაოების წარმართვა საოფისე ფართის საცხოვრებელი ბინის ან აგარაკის
• დასუფთავება დალაგების სერვისი
• გადაწყვიტეთ სადარბაზოს მოწესრიგება?
• წყლის ონკანი გაგიფუჭდათ?
• ზოოვეტერინარის რჩევა დაგჭირდათ?
• განსაკუთრებული აქსესუარი ისურვეთ ბინისთვის და არ იცით სად მოიძიოთ?
• ავეჯის გადაზიდვა გჭირდებათ?
• მომვლელი დაგჭირდათ?
• წვეულება გინდათ გამართოთ და დამხმარე დაგჭირდათ სახლში?
• ბიზნესს შეხვედრისთვის ლანჩის შეკვეთაზე ფიქრობთ?
ეს და სხვა მომსახურებები შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის გვერდზე

ჩამონათვალი უამრავია, პასუხი კი ერთი -ჩვენ უკვე თქვენს გვერდით ვართ!
შეუძლებელი არაფერია! შემოგვიერთდით!