Oxford House

ელ. ფოსტა:

Oxford House საქართველოში მოქმედი უცხო ენების სასწავლო ცენტრებიდან ერთერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. 2008 წლიდან დღემდე ცენტრმა სერვისი ასობით მოსწავლეს, სტუდენტსა თუ ზრდასრულ მსმენელს შესთავაზა.

კომპანიის უმთავრესი მიზანია, პროფესიონალი ქართველი და უცხოელი პედაგოგების ერთობლივი მუშაობის საფუძველზე, მუდმივად შეიმუშავოს ინოვაციური პროგრამები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მომხმარებელზე და ამავე დროს ხარისხზე ორიენტირებული. 

Oxford House ცდილობს საზოგადოების სხვადასხვა ფენის რეალურ მოთხოვნებს შეუსაბამოს ნებისმიერი სასწავლო კურსი და არა პირიქით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიის თანამშრომლები ხელმძღვანელობენ კონკრეტულ მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული მეთოდებით.

ცენტრის ერთერთი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ნებისმიერ მომხმარებელს სწავლის შედეგს გონივრულ ვადებში პირდება და არ სთავაზობს სხვადასხვა გამოცდილების, ასაკისა თუ უნარის მსმენელს ერთსა და იმავე პირობებს.

ისწავლო Oxford House-ში ნიშნავს ისწავლო პროფესიონალებთან ერთად.