უსაფრთხო სივრცე-არასწორი ნომერია

ელ. ფოსტა:

ასოციაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაცია დაარსდა 2011 წლის  6 იანვარს.

ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ეკო სისტემის სუბიექტის მსოფლიო სისტემაში ინტეგრირების პროცესს;

ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების განხორციელებას;

მონიტორინგი გაუწიოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ ბუნებათსარგებლობის, ზონირების, ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი თეორიების, კონცეფციების, პრინციპების, კანონმდებლობის და ნორმალების დაცვას;

დარღვეული უფლებებისა და კანონიერების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს ან სამართალდამცავ ორგანოებს;

გააკონტროლოს ყველა ის პროცესი - მშენებლობის, ბუნებათსარგებლობის, ქალაქგეგმარების ნორმების შესრულების ჩათვლით - რომელიც ჯანსაღი სივრცის არსებობის წინაპირობაა. იმავდროულად უზრუნველყოს ამ პროცესებში ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინება და გარემოს თვითმყოფადობის დაცვა, ისტორიული არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების შენარჩუნება;

ხელი შეუწყოს  მცენარეების ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებასა და აღორძინებას;

მონიტორინგი გაუწიოს ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მათი რაციონალური გამოყენების მიზნით;

ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას საქართველოში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში;

ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ქალაქმშენებლობისა და ბუნებათსარგებლობის საკითხებზე, რათა მან შეძლოს სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა და გავლენა მოახდინოს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე;