შპს "მეიდან პარკინგი" შექმნილია ''მეიდან ჯგუფის" ბაზაზე.
რომელმაც, პირველად საქართველოში შექმნა ახალი სახის პროდუქტი მომსახურების სფეროში - "Valet parking" -ი.
"Valet parking" -ი გულისხმობს პარკირების, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას.
მეიდან ჯგუფი არის უძრავი ქონების განვითარების კომპანია, დაარსებული 2000 წელს. თავისი მოღვაწეობის 13 წლის მანძილზე კომპანია გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია ძველი თბილისის ტერიტორიაზე. კომპანიის მიზანია თბილისის ისტორიულ ნაწილში ინვესტიციების და ახალი პროექტების განხორციელება არქიტექტურული ტრადიციების შენარჩუნებით.
მეიდან ჯგუფი მონაწილეობს ძველი თბილისის ტურისტული მარშრუტის განვითარებაში. მისი მოღვაწეობისთვის შერჩეული ტერიტორიები ხასიათდება თბილისის ეკლექტიკური სტილით და მკვეთრი კონტრასტულობით, ყოველ ადგილს გააჩნია თავისი ისტორია და გარშემორტყმულია თანამედროვეობით გაცოცხლებული ძველი თბილისის ტრადიციებით.
დღეისათვის კომპანია ახორციელებს 20 მსხვილმასშტაბიან პროექტს როგორც თბილისში, ასევე სიღნაღში.
მეიდან ჯგუფის განვითარების სწრაფი ტემპი განპირობებულია შემდეგი სამი ძირითადი ფაქტორით: ექსკლუზიურობა, მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმი.