ელ. ფოსტა: info@mgp.ge |
კომპანია მასტერ ჯგუფი იმპორტირებას და შემდეგ რეალიზაციას უწევს ორიათასამდე დასახელების პროდუქტს რამოდენიმე სასაქონლო ხაზიდან.
კომპანიის პროდუქციის მთავარი სერიაა უკრაინული ბრენდების Zenit, Intertool, Phiolent უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ელექტრო ტექნიკის პროფესიონალური და სამოყვარულო მოდელები. ტექნიკა გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, დახვეწილი დიზაინით და ხელმისაწვდომი ფასებით. კომპანია ფლობს ტექნიკის მაკომპლექტებელი და სახარჯი მასალების, ასევე სამაგრი და სხვა სამშენებლო მასალების ფართო სერიებს.
მასტერ ჯგუფი საკუთარი პროდუქციის დისტრიბუციას და საგარანტიო მომსახურებას კორპორატიული მომხმარებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს. კომპანია თავად ფლობს შემკეთებელ სახელოსნოებს და ეწევა მაკომპლექტებელი ნაწილების იმპორტს, რაც მის მომხმარებელს საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგაც უმაღლესი ხარისხის სარემონტო მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს.