სკოლა-ბაღი ბალავარი

ელ. ფოსტა:

სკოლა-ბაღი „ბალავარის“ დაარსებას საფუძველი ჩაეყარა 2000წელს. მისი დამფუძნებლები არიან ღვაწლმოსილი ადამიანი და არაერთი თაობის აღმზრდელი ქალბატონი მზია ტაგანაშვილი და მისი ქალიშვილი მანანა გაბაშვილი. სკოლა-ბაღმა თავის არსებობის მანძილზე მრავალი სირთულე გადალახა, ბევრი სიახლე გაიზიარა და დანერგა-ეს არის ერთადერთი პირველი სკოლა ჩვენს რეგიონში, რომელმაც კარი გაუღო ნებისმიერი შესაძლებლობის ბავშვს და დღემდე სთავაზობს განათლების მიღებას ნებისმიერ ცოდნის მსურველს. სკოლა-ბაღი ამაყობს თავისი ერუდირებული და გამოცდილი პედაგოგიური კოლექტივით, პროფესიონალი სპეციალისტებით (ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, პედიატრი, სპეც.პედაგოგი და ერთგული პერსონალით. სკოლა-ბაღი უკვე 12 წლისაა, იგი ახლაც უანგაროდ და ერთგულებით ემსახურება ახალგაზრდა თაობებს. სკოლა-ბაღის დირექცია.