ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯი*

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯი კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც დაარსდა «პროფესიული განათლების შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული განათლების მიზნების განსახორციელებლად. ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯი ითვალისწინებს პროფესიული განათლების მნიშვნელობას საქართველოში უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად და რომ პროფესიული განათლება ადამიანური რესურსების განვითარებისა და დასაქმების ზრდის შესაძლებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამასთან, დაწესებულება ითვალისწინებს პროფესიული განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს და პროფესიული სტუდენტის, შრომის ბაზრის, დამსაქმებლის, საზოგადოების ინტერესისა და პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავებული აქვს ბუღალტრის, კბილის ტექნიკოსის და ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. დაწესებულების მიზნები და ამოცანები განსაზღვრულია ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯის დებულებაში და ითვალისწინებს: პირთა პროფესიული საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას; სასწავლო გარემო-პირობების შექმნას, შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური პროფესიული განათლების სპეციალისტების მომზადებას და სხვა. დაწესებულება ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის შეიმუშავებს სტრატეგიას, რომელიც დროის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად ცვალებადია. ხარისხის მართვის საზოგადოებრივ კოლეჯს 2011 წელს ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა. დაწესებულების მიზანია ამ სისტემის შესაბამისად საქმიანობის წარმართვა, ხარისხის მართვის პრინციპების სრულყოფილად ათვისება და მუდმივი გაუმჯობესებისაკენ სწრაფვა.