ჯეოლაბინსტრუმენტები

ელ. ფოსტა:

"ჯეოლაბინსტრუმენტები" –ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ზუსტი ანალიზური ხელსაწყოების, ქრომატო-მას სპექტრომეტრების, სპექტროფოტომეტრების, გამოთავისუფლების აპარატების, ძირითადი ლაბორატორიული მოწყობილობების, ლაბორატორიული ავეჯის, სტანდარტული ნივთიერებების, რეაქტივების და გამხსნელების მიწოდება და სერვისი. ტერმინი “მიწოდება” გულისხმობს –ხელსაწყოს კონფიგურაციის ზუსტ შერჩევას დამკვეთის ანალიზური მიზნებიდან გამომდინარე, ასევე დახვეწილი ხელშეკრულებების შედგენას, მიწოდების და გადახდის მოქნილ სისტემას, კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას ტენდერისათვის ხელსაწყოების სპეციფიკაციის მოსამზადებლად. ტერმინი “მომსახურება” გულისხმობს საგარანტიო და სერვისულ მომსახურებას, რომელსაც ასრულებენ Agilent-ის სასწავლო ცენტრში განსწავლული სერვის ინჟინრები, სათადარიგო ნაწილების სწრაფ მიწოდებას და უფასო სატელეფონო კონსულტაციას. კომპანიის მთავარ ძალას წარმოადგენს გამოცდილ პროფესიონალთა ჯგუფი: გელა გოგოლაშვილი-დირექტორი ლალი ჭანკვეტაძე, ქიმის მეცნიერებათა დოქტორი-მარკეტინგის დირექტორი გიორგი ჯიბუტი-სერვისის მენეჯერი და კონსულტანტი