საექთნო საქმის  შემსწავლელი კურსი კლინიკაში სტაჟრებით გორსა და თბილისში
თარიღები:
06 ნოემ - 30 ნოემ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: bdc.academy@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 593 00 06 84
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
ქვეკატეგორიები:
ტრენინგ კურსები
აღწერა:

საექთნო საქმის  შემსწავლელი კურსი კლინიკაში სტაჟრებით გორსა და თბილისში.

 

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: მაღალკვალიფიკაციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება შიგა და გარე ბაზრისთვის.
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებით კურსდამთავრებულთა ჩამოყალიბება, როგორც კვალიფიციურ სპეციალისტად, ასევე ჯანდაცვის პირველადი რგოლის ორგანიზატორად. პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა ცოდნისა და უნარების რეალიზებას, რაც მათი დასაქმების გარანტიაა.
პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებული მედდის   კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნითა და კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებით შეასრულებს პროფესიულ ფუნქციას. მედდის  ძირითადი ღირებულებების გაცნობიერებით დაიცავს ეთიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, სულიერ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს. დაიცავს უსაფრთხოების წესებს, ინფექციის კონტროლის პრინციპებს. გაცნობიერებული ექნება პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინურ პროფესიულ გუნდში საქმიანობისას.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარით შეძლებს: პაციენტის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დროულ შეფასებას და პირველად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას. მასზე დელეგირებული სამკრნალწამლო და სამედიცინო ტექნიკური და ტექნოლოგიურ საშუალებათა დანიშნულებისამებრ გამოყენებას უსაფრთხოების წესების დაცვით.
პაციენტის ფიზიკური და ფსიქოსოციალური ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისას სამედიცინო გუნდთან შეთანხმებულ მოქმედებას.
შეძლებს მშობლიურ და უცხო ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დამყარებას სამედიცინო პერსონალთან, ჯანდაცვისა და სოციალურ მუშაკებთან, პაციენტებთან და სხვა ინდივიდებთან. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების ფლობის საფუძველზე მოიპოვებს მშობლიურ და უცხო ენებზე წარმოებულ ინფორმაციას. პროფესიული სრულყოფისათვისასევე შეძლებს შესაბამისი წყაროების მოძიებას.
მედდის  საქმის მარეგულირებელი საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით დაიცავს ეთიკურ ნორმებს და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ პროფესიულ საქმიანობას.
მედდის  სფეროა სხვადსხვა დონის დიაგნოსტიკური,სამკურნალო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო დაწესებულებები, არასამთავრობოორგანიზაციები და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული სფეროები.
თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 დან  1 წლამდე,

 

მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა ერთ თვიანი სტაჟრება გაიაროს სხვა დასხვა კლინიკებში.

თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. კურსის დასრულების შემდეგ ტესტური გამოცდის საფუძველზე გაიცემა სერთიფიკატი კატეგორიის მიხედვით და რეკომენდაცია-დახასიათება.

მსმენელი მიიღება წინასწარი რეგისტრაციის  საფუძველზე.

მიმდინარეობს მიღება

 

დაგვიკავშირდით.

თბილისი, დ.აღმაშენებელის #172,

გორი, გარსევანიშვილის #3,

bdc.academy@gmail.com

https://bdc-academy.ge

+995 032 251 47 30

+995 593 25 25 08

+995 593 00 06 84

მსგავსი განცხადებები
იტალიური ენის კურსი

იტალიური კულტურის ინსტიტუტი


15 ნოემ - 11 დეკ

კოსმეტოლოგიის პროფესიონალური კურსი

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი


31 ოქტ - 29 ნოემ

პირველადი  გადაუდებელი დახმარების კურსი თბილისსა  და  გორში

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი


31 ოქტ - 29 ნოემ

ტრენინგი-კოსმეტოლოგია, ლაზეროთერაპია, პერმანენტული მაკიაჟი, ბოტოქსის ინექციები

NT Medical Aesthetic Center


06 ნოემ - 04 დეკ

ფარმაციის კურსი უფასო პრაქტიკით და დასაქმებით თბილისსა და გორში

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი


31 ოქტ - 29 ნოემ