პროდუქციის მენეჯერი
თარიღები:
22 ოქტ - 20 ნოემ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@pharmhouse.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
გაყიდვები 
ქვეკატეგორიები:
გაყიდვები(ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

ფარმაცევტული კომპანია “ფარმსაცევტული სახლი+” აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის  თანამდებობაზე.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო)
  • აუცილებელია ფარმაცევტულ სფეროში პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე, მარკეტინგში ან გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint Presentation) სავალდებულოა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრატეგიული ხედვა , დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის რეკლამირება;
  • გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
  • ვიზიტები შესაბამისი პროფილის ექიმებთან;
  • პროდუქციის გაცნობის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება; ფარმაცევტულ სფეროში კომპანიის ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა;
  • რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

 

სამუშაოპი რობები:

  • საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
  • გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
  • სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი (კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა).

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: hr@pharmhouse.ge.   გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.