ფარმაცევტი
თარიღები:
12 ოქტ - 05 ნოემ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: n_qobalia@cu.edu.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ფარმაცევტ/პროვიზორი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სს „ჯიენჯი ფარმა“  წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, ჯანდაცვის მიმართულებით.

 

ამჟამად „ჯიენჯი ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებლისთვის მოქმედი აქციების ფარგლებში შეთავაზებების გაკეთება;
  • დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
  • სალაროს წარმოება;
  • მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
  • დაქვემდებარებაში არსებული  სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთვის კონტროლი;
  • პროდუქციის მიღება და შეკვეთების გაკეთება.

 

მოთხოვნები:

  • ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია ქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
  • სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად  და თქვენი  წვლილი შეიტანოთ მომხმარებლის ჯანმრთლობაზე ზრუნვაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: n_qobalia@cu.edu.ge

გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

მსგავსი განცხადებები
პარაფარმაციის კონსულტანტი თბილისსა და რეგიონებში

იმპექსფარმი


25 სექ - 18 ოქტ

ფარმაცევტი თბილისსა და რეგიონებში

იმპექსფარმი


25 სექ - 18 ოქტ