სამედიცინო ანდერაიტერი
თარიღები:
02 ოქტ - 16 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@euroins.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
დაზღვევა 
ქვეკატეგორიები:
ანდერაიტერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე სამედიცინო ანდერაიტერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • სადაზღვევო პოლიტიკის განსაზღვრა ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებისათვის;
  • სადაზღვევო რისკების შეფასება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
  • პორტფელის ანალიზი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი);
  • პრაქტიკოს ექიმად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • სავალდებულოა Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (შემოწმდება ტესტირების საშუალებით);
  • კარგი ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი (შემოწმდება ტესტირება/გასაუბრებით)
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სტატისტიკური სამუშაოების შესრულების უნარი (სასურველია გამოცდილებაც);
  • სასურველია პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული მახასიათებლები

  • კარგი კომუნიკაციური და ორგანიზატორული უნარები;
  • მაღალ სამუშაო ტემპში და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • არაკონფლიქტურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – სამედიცინო ანდერაიტერი - ლათინური შრიფტით. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადები მიიღება 2019 წლის 16 ოქტომბრამდე.