საექთნო   საქმის  სერთიფიცირებული  კურსი თბილისსა და გორში
თარიღები:
09 სექ - 03 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: bdc.academy@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 593 00 06 84
მდებარეობა:
თბილისი გორი
კატეგორიები:
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
ქვეკატეგორიები:
ტრენინგ კურსები
აღწერა:

საექთნო   საქმის  სერთიფიცირებული  კურსი

 

კურსის შესახებ

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: მაღალკვალიფიკაციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება შიგა და გარე ბაზრისთვის.
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებით კურსდამთავრებულთა ჩამოყალიბება, როგორც კვალიფიციურ სპეციალისტად, ასევე ჯანდაცვის პირველადი რგოლის ორგანიზატორად. პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა ცოდნისა და უნარების რეალიზებას, რაც მათი დასაქმების გარანტიაა.
პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებული მედდის   კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნითა და კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებით შეასრულებს პროფესიულ ფუნქციას. მედდის  ძირითადი ღირებულებების გაცნობიერებით დაიცავს ეთიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, სულიერ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს. დაიცავს უსაფრთხოების წესებს, ინფექციის კონტროლის პრინციპებს. გაცნობიერებული ექნება პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინურ პროფესიულ გუნდში საქმიანობისას.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარით შეძლებს: პაციენტის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დროულ შეფასებას და პირველად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას. მასზე დელეგირებული სამკრნალწამლო და სამედიცინო ტექნიკური და ტექნოლოგიურ საშუალებათა დანიშნულებისამებრ გამოყენებას უსაფრთხოების წესების დაცვით.
პაციენტის ფიზიკური და ფსიქოსოციალური ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისას სამედიცინო გუნდთან შეთანხმებულ მოქმედებას.
შეძლებს მშობლიურ და უცხო ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დამყარებას სამედიცინო პერსონალთან, ჯანდაცვისა და სოციალურ მუშაკებთან, პაციენტებთან და სხვა ინდივიდებთან. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების ფლობის საფუძველზე მოიპოვებს მშობლიურ და უცხო ენებზე წარმოებულ ინფორმაციას. პროფესიული სრულყოფისათვისასევე შეძლებს შესაბამისი წყაროების მოძიებას.
მედდის  საქმის მარეგულირებელი საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით დაიცავს ეთიკურ ნორმებს და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ პროფესიულ საქმიანობას.
მედდის  სფეროა სხვადსხვა დონის დიაგნოსტიკური,სამკურნალო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო დაწესებულებები, არასამთავრობოორგანიზაციები და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული სფეროები.
თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს,მესამე თვეს  მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა ერთ თვიანი სტაჟრება გაიაროს სხვა დასხვა კლინიკებში. თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. კურსის დასრულების შემდეგ ტესტური გამოცდის საფუძველზე გაიცემა სერთიფიკატი კატეგორიის მიხედვით და რეკომენდაცია-დახასიათება.

 

მსმენელი მიიღება წინასწარი რეგისტრაციის  საფუძველზე.

თბილისი, დ.აღმაშენებელის #172,
გორი, გარსევანიშვილის #3

 

https://bdc-academy.ge
bdc.academy@gmail.com
BDC-Academy
+995 32 251 47 30
+995 593 25 25 08
+995 593 00 06 84

მსგავსი განცხადებები
გრუმინგის სპეციალისტი

ბალტო


13 სექ - 11 ოქტ

პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსი თბილისსა და გორში

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი


04 სექ - 03 ოქტ

პროფესიონალ მომვლელთა უფასო ტრენინგ-კურსი

საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი


20 სექ - 19 ოქტ

ფარმაციის კურსი უფასო პრაქტიკით და დასაქმებით  თბილისსა და გორში

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი


04 სექ - 03 ოქტ