სადაზღვევო შემთხვევების მართვის სპეციალისტი
თარიღები:
01 სექ - 30 სექ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@imediL.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
დაზღვევა 
ქვეკატეგორიები:
დაზღვევა (ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე

 

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00;

შაბათი 10:00 - 14:00.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვისცენტრში მისული მომხმარებლების მომსახურება და მათი სადაზღვევო შემთხვევების მართვა;
  • დაზღვეულების მიერ წარდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმება და ჩაბარება;
  • გარკვეული ლიმიტის ფარგლებში ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება;
  • სადაზღვევო შემთხვევების პროგრამული ასახვა და მიღებული დოკუმენტაციის დაარქივება;
  • მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება (განიხილებიან როგორც მედიცინის, ასევე სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ან/და სტაჟირება სამედიცინო მომსახურების სფეროში;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

 

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2019 წელი.

 

სადაზღვევო კომპანია “იმედი L” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე

მსგავსი განცხადებები
ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


01 სექ - 30 სექ