სამედიცინო მენეჯერი
თარიღები:
01 ივნ - 25 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@healthylife.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ჯანდაცვა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
3 - 5 წლამდე
აღწერა:

სამედიცინო ცენტრი „ჯანმრთელი ცხოვრება“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო ცენტრში შინაგანაწესის, სხვადასხვა შიდა რეგულაციისა და პროცედურის დანერგვის უზრუნველყოფა და განხორციელების მონიტორინგი;
  • კლინიკის სამედიცინო საქმიანობის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • კლინიკის სამედიცინო დეპარტამენტებისა და მედპერსონალის მართვა;
  • სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების პროცესზე ზედამხედველობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება.
  • აპლიკანტმა უნდა იცოდეს ჯანდაცვის პოლიტიკა, მენეჯმენტი, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები, სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, შინმოვლის სერვისები.
  • სამედიცინო მომსახურების სფეროს მონაწილეთა (პაციენტი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება,სამედიცინო დაწესებულება, სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანია) უფლება-მოვალეობები და მათი ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები;
  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი;
  • ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში; მარეგულირებელი კანონმდებლობა; ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, აღრიცხვა, ანგარიშგება; ხელის ჰიგიენა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; სამედიცინო ნარჩენების მართვა; სამედიცინო საგნების და აღჭურვილობის დეზინფექცია-სტერილიზაცია;
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;
  • საექთნო საქმე;
  • ქეისების განხილვა;
  • ინდივიდუალური პროექტის მომზადება.
  • სავალდებულოა კლინიკაში ადმინისტრაციულ და/ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@healthylife.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
პირველადი ჯანდაცვის ზარალების ანალიტიკოსი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


31 მაის - 29 ივნ

პროექტის მენეჯერი 1

HH Recruitment


13 ივნ - 17 ივნ

რეგულირების რისკების უფროსი ანალიტიკოსი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი


07 ივნ - 20 ივნ

უმცროსი ექიმი

გერმანული ჰოსპიტალი


24 მაის - 20 ივნ