განცხადების სრული ტექსტი

კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას სანიტარის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ლაბორატორიის შინაგანაწესის დაცვა;
  • ლაბორატორიის დასუფთავება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რაც მოიცავს ლაბორატორიის ყოველდღიურ და გენერალურ დალაგებას;
  • უეცრად წარმოქმნილი დაბინძურების დროული აღმოფხვრა;
  • სადეზინფექციო ხსნარების მომზადება (განზავებისა და უსაფრთხოდ გამოყენების წესების ფლობა და დაცვა);
  • დასალაგებელი ინვენტარის მიზნობრივი გამოყენება და დასუფთავებული ინვენტარის შენახვისა და მარკირების წესების დაცვა;
  • ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ რეკომენდებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • გარემოს დაცვის მიერ რეკომენდებული ნარჩენების მართვის წესების დაცვა;
  • ნარჩენების კონტეინერის-ბლოკ-სქემებით გათვალისწინებული ტრაექტორიითა და გრაფიკით უსაფრთხო გადატანის უზრუნველყოფა;
  • ნარჩენების კონტეინერების რეცხვა-დეზინფექცია;
  • სანიტარულ კვანძებში ასრებული ხელის დასამუშავებელი დისპენსერების შევსება, ქაღალდის ხელსახოცით უზრუნველყოფა;
  • რუტინული და გენერალური დასუფთავების გრაფიკების წარმოების წესების დაცვა;
  • დასუფთავების ამსახველი ჩანაწერების წარმოება შესაბამის სარეგისტრაციო ფორმებში;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების ფლობა და დაცვა.
  • საქმიანობასთან და ინფექციის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებული უწყვეტი განათლების პროცესში აქტიური მონაწილეობა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ცოდნა, უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დილციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ,

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან კვირის ჩათვლით
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა:
  • საბურთალო, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი #3

შერჩევის ეტაპები:
  • მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.

კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge

თუაკმაყოფილებთ საკვალიფიკაციომოთხოვნებს და გაქვთ სურვილიგახდეთ ჩვენიგუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე: hel-ai.com/apply/3z7ePcx

გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო სანიტარია
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სამედიცინო სანიტარია
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები