განცხადების სრული ტექსტი

კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას რენტგენო-ლაბორანტის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • სამედიცინო აპარატურასთან სამუშაო წესების შესრულების უზრუნველყოფა დროულად, უშეცდომოდ და სრულყოფილად;
  • პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება;
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს:
  • საშუალო რენტგენო-ლაბორანტის განათლება/ან იყოს რადიოლოგიის რეზიდენტი;
  • სავალდებულოა კომპეტენცია რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში;
  • აუცილებელია სამუშო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;

ცოდნა, უნარები:
  • სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური მეთოდების ცოდნა (ტრენინგი BLS-ში);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა.
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #3 (სანდრო ეულის მიმდებარედ)

შერჩევის ეტაპები:
  • მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/2kb0LTM

გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო ლაბორატორია,რადიოლოგია/რენდგენოლოგია
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სამედიცინო ლაბორატორია,რადიოლოგია/რენდგენოლოგია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი
ენები:
ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები