განცხადების სრული ტექსტი

თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მიმღებ-რეგისტრატორი,

ძირითადი მოვალეობები:
  • დახმარებისთვის მომართული პაციენტების დაკვალიანება, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის სივრცეებში გადამისამართება;
  • რეგისტრატურის სივრცეში პაციენტთა რიგებისა და ნაკადის დამოუკიდებელი მონიტორინგი, რიგების მოწესრიგება და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება;
  • ელექტრონული რიგის აპარატით სარგებლობასა და შესაბამისი მომსახურების ბილეთის აღებაში პაციენტების დახმარება;
  • პაციენტის მომართვის/მოთხოვნის შემთხვევაში, მათი წინასწარი ჩაწერა ექიმის კონსულტაციებსა და დიაგნოსტიკურ კვლევებზე;
  • კვლევებისა და ანალიზების პასუხების ამობეჭდვა, გაცემა და მოთხოვნის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა კონფიდენციალურობის წესების დაცვით;
  • პაციენტთა დიდი ნაკადის დროს, პაციენტთა რეგისტრაცია და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში მონაცემების დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
  • მომსახურების სფეროში, მიმღების (მითერის), რეგისტრატორის ან ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნაც;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • გამართული მეტყველება, თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დინამიკურ გარემოში მუშაობის, დროის ეფექტურად მართვისა და ოპერატიულად მოქმედების უნარი;
  • ემპათია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00–17:00. (შაბათი, კვირა დასვენება)
სამუშაო ადგილები: ცენტრალური ფილიალი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13;
დიღმის ფილიალი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №21.

დამატებითი სარგებელი:
  • Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება კლინიკაში;
  • FitPass - სპორტულ-გამაჯანსაღებელი ქსელის ხელმისაწვდომობა;
  • ფინანსური მხარდაჭერა ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;
  • წელიწადში ორჯერ დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;
  • სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/cJJMSRgb

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურასამედიცინო სხვა
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურასამედიცინო სხვა
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
სტუდენტებისთვის:
კი
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები