განცხადების სრული ტექსტი

ფარმაცევტული კომპანია ავიტაფარმა აცხადებს ვაკანსიას: სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე - თბილისში, რუსთავში

მზარდი ანაზღაურებით და სამედიცინო დაზღვევით

მოვალეობები:
  • კლინიკებში გეგმიური ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია;
  • სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა ან მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მოხსენება.

გვაქვს შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები:

  • სამედიცინო განათლება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული უნარები - წარმომადგენელი უნდა იყოს/შეეძლოს:
  • პასუხისმგებლიანი და შედეგებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • შეეძლოს ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობა;
  • შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან შეგუება.

კომპანიის თანამშრომლებს ვთავაზობთ საწყის 1200-1400 და მზარდ ანაზღაურებას + ბონუსები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@avita.ge

საგნის ველში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ, რომელ ობიექტზე აგზავნით განაცხადს მაგ: სამედიცინო წარმომადგენელი თბილისში/რუსთავში.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო ფარმაციაგაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1200 - 1400 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები