დღეს - 06 ნოე
სტარტი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო თერაპია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე რუსთავში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი)

პასუხისმგებლობები:
  • დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა და შესაბამისი დანიშნულების მიცემა;
  • ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა;
  • მიმართვების გაცემა, დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში;
  • სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა;
  • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში ეფექტურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სამედიცინო
თერაპია
ნახვები
უნიკალური ნახვები