დღეს - 24 ოქტ
სტანდარტი
ანაზღაურებადი სტაჟირება - ლაბორანტი
თბილისი, საბურთალო, გოთუას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@geophage.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ლაბორატორია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
ლაბორატორია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, საშუალო განათლება
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.biochimpharm.ge
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.biochimpharm.ge
ბიოქიმფარმი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ლაბორანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- GMP სტანდარტთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნის მიღებას;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ლაბორატორიული ნარჩენების გაუვნებელყოფა;
- ლაბორატორიული ჭურჭლის რეცხვა-სტერილიზაცია;
- საკვები ნიადაგების მომზადება მიკრობიოლოგიური ლაბორატორიებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია ფარმაცევტულ წარმოებაში ან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- დროის მართვისა და სამუშაოს განაწილების უნარი;
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- დახურულ სივრცეში მუშაობის უნარი.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სამედიცინო
ლაბორატორია
ნახვები
უნიკალური ნახვები
