დღეს - 16 ოქტ
სტანდარტი
მელოგინეთა განყოფილების ექთანი
თბილისი, დიღმის მასივი, ჩაჩავას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო საექთნო საქმე
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1156

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ქართული
შ.პ.ს „ჰერა 2011“ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მეან-გინეკოლოგიის,ახალშობილთა რეანიმაციისა და ნეონატოლოგიის,ქირურგიისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს.

კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარებას - „აკრედიტაცია კანადა“-ს პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა.

„ჰერა 2011“ - ის მთავარი მისია პაციენტზე ზრუნვა და მისი კმლაყოფილების უწყვეტი ზრდაა.სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით,ყოველი შემდგომი წლისთვის ისახავს მიზნად სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან,უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი განვითარება და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება.

შ.პ.ს „ჰერა 2011“ აცხადებს ვაკანსიას სამეანო დეპარტამენტში მელოგინეთა განყოფილების ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
  • სამუშაო საათები: დაწყება 09:30 დასრულება 17:30
  • ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1156,25 ლარი;

პოზიციის მიზანი:
მელოგინეთა განყოფილებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის (მშობიარობის შემდგომი პერიოდი) კვალიფიციური, უსაფრთხო და სტანდარტებთან შესაბამისი საექთნო მომსახურების გაწევა, ექიმის დანიშნულებების შესრულება და პაციენტის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • მელოგინეთა მდგომარეობის შეფასება და რეგულარული მონიტორინგი
  • ექიმის დანიშნულებების დროული და ზუსტი შესრულება;
  • მედიკამენტების მომზადება და ადმინისტრირება დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და სრულად წარმოება;
  • განყოფილების უფროს ექთანთან და ექიმებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • ინფექციის პრევენციისა და კონტროლის დადგენილი წესებისა და პროცედურების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • პროფესიული სამედიცინო განათლება (საექთნო საქმე);
  • მოქმედი სერტიფიკატი
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშობიარო ან გინეკოლოგიურ განყოფილებაში;
  • კლინიკურ პროტოკოლებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (სამედიცინო პროგრამა ჩაითვლება უპირატესობად).

პროფესიული უნარები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანის მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ,ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ,გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hera2011hr@Gmail.com

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით,თქვენ თანხმობა აცხადებთ შ.პ.ს „ჰერა 2011“-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები