დღეს - 19 სექ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ფარმაცია ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მართვა, ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
ფარმაცია ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაპროექტების მართვა, ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის თანაშემწის (სააფთიაქო პროექტები) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- სააფთიაქო პროექტების დაგეგმვის, ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
- პროექტის ფარგლებში შესაბამის კომპანიებთან, პარტნიორებთან და აფთიაქებთან კომუნიკაცია;
- აფთიაქებში ვიზიტების განხორციელება და პროექტთან დაკავშირებული საკითხების ადგილზე კოორდინაცია;
- პროექტის მიმდინარეობის, შესრულებული სამუშაოებისა და პროგრესის მონიტორინგი;
- ხელმძღვანელისთვის პროექტის სტატუსისა და მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პირებთან შეთანხმებით, პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და კორექტირებების კოორდინაცია;
- პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საორგანიზაციო და ადმინისტრაციული საკითხის მართვაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
- პროექტების მართვის, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა -B2 დონე;
- რუსული ენის ცოდნა -A2 დონე;
- MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა.
საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 18,09.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); +995 597 002 987
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/v2S1O2WfcM
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სამედიცინო
ფარმაცია
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა,
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
