დღეს - 28 ივლ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი სამედიცინო სხვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი სამედიცინოსხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, აღრიცხვა, კონტროლი აუდიტი
- ენები: ინგლისური
შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის (კლინიკების მიმართულებით) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- შიდა აუდიტის წლიური გეგმისა და განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად აუდიტორული დავალებების შესრულება;
- აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების პროცესებისა და მეთოდების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
- შიდა კონტროლის სისტემების ტესტირება, მათი ეფექტიანობისა და ადეკვატურობის შეფასება;
- კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულისა და სიზუსტის კუთხით;
- აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება, ანალიზი, სამუშაო დოკუმენტების წარმოება და შენახვა;
- აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება აუდიტის მენეჯერთან და გუნდის წევრებთან;
- გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- საქმიანობის განხორციელება შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტის ან მონათესავე მიმართულებით;
- სასურველია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა ან გარე აუდიტის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) ჩაითვლება უპირატესობად;
- სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
- მაიკროსოფტის საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
- პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28.07.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); +995 577 399 829
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/t5vNg7spx9
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
